08:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 10:22:03, 2690 ნახვა

მსოფლიო
დღეს სომხეთის პარლამენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აირჩევს

დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება.

ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია

სომხეთის პარლამენტი სპეციალურ სხდომას გამართავს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე იმსჯელებენ.

სხდომის პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები რესპუბლიკის მოედანზე აქციას გეგმავენ.

ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „იელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ - „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს.

საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო.

შესაბამისად, პრემიერის თანამდებობაზე  ასარჩევად ფაშინიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სულ მცირე 6 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, ის პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics