|
2018-04-30 13:30:51, 1513 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი ჯარისკაცებს: მადლობა იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც თქვენ საერთაშორისო მისიებში იჩენთ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 27 წლის იუბილე მიულოცა, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ქართულ არმიას მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობისათვის. როგორც მარგვველაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ შეიარაღებული ძალების აღდგენით მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი. "ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და არამარტო განაცხადოს ეს, არამედ დაიცვას ეს არჩევანი. ჩვენი უნარი - ვაშენოთ ჩვენი სამშობლო დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით. მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც მე ვივსები ხოლმე, როდესაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრები. იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც იჩენთ წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში. თქვენთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ გავიზიარო ის ტკივილი თანამებრძოლთა დაკარგვის, რომელმაც არაერთხელ შეძრა ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, წელს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენს ისტორიაში - პირველი რესპუბლიკის ას წელს. "არ შემიძლია დღეს ხაზი არ გავუსვა იმ თქვენი თანამებრძოლების ღვაწლს, რომლებიც 100 წლის წინ მაშინდელი საქართველოს ყველაზე მტკიცე ჯგუფი აღმოჩნდნენ; რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად; რომლებმაც ისე აღაფრთოვანეს თავისი თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები და ქალბატონებიც იდგნენ მათ გვერდით თბილისის დასაცავად. დღეს, როდესაც ისტორიას ვაფასებთ, შეგვიძლია ნათლად ვთქვათ - მაშინ, შეიძლება ყველამ ვერ გაუძლო გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო, მაგრამ, ნამდვილად, ჩვენმა გენერლებმა და ოფიცრებმა ბოლომდე გაწიეს სამსახური ქვეყნის წინაშე და დღესაც, როდესაც ჩვენ ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავრთ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი - იმედი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებით. ჩვენთვის ყოველთვის იქნება მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე! ამ გადაწყვეტილებაში, ამ სიმტკიცეში ჩვენ გვაძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საბრძოლო შემართება და ერთგულება სამშობლოსადმი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და საქართველოსთან ერთად მადლობას გიხდით და ვზეიმობ თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან თარიღს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები დაათვალიერა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)