23:49 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 20:55:45, 1582 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - მეორე ტურს არ ველოდებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ვანსა და ხონში "ქართული ოცნების" კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თალაკვაძის თქმით, გივი ჭიჭინაძის შედეგი 50%-ს აღემატება.

"ვანსა და ხონში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარიმართა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა და მისი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ველოდებით ხმების დათვლის საბოლოო შედეგებს. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ყველგან იყო თავისუფალი და მშვიდი ატმოსფერო. მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება აზრი დაეფიქსირათ. ჩვენი მონაცემები ეყრდნობა ჩვენი საარჩევნო შტაბის მუშაობის პროცესს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური არ დაინიშნება.

"მეორე ტურს არ ველოდებით. ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ველოდებით ცესკო-ს შედეგებს", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics