|
2018-04-26 12:22:48, 1878 ნახვა
სამართალი
საქართველოში კრის რის კონცერტის ყალბი პიარკამპანიისა და ბილეთების გასაღებისთვის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
ცნობილი მუსიკოსის, კრის რის სახელის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისას, ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ - ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა - მხილების მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)