|
2018-04-26 12:16:03, 2352 ნახვა
მსოფლიო
სერჟ სარგსიანი მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა, მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის პოსტიც დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის ფრაქციის დეპუტატებთან სარგსიანისა და პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს დისკუსიები "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის შეცვლის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა საკუთარი გადადგომის მიზეზი, მან „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის მუშაობის სხვა სცენარი წარმოადგინა, რათა პარლამენტში და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებულიყო", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. ასევე, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. შეგახსენებთ, 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ისინი პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის წარდგენას აპროტესტებედნენ. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. ამის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, თუმცა, 23 აპრილს სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)