20:39 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:14:44, 369 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო

"სააკაშვილი არის წარსული და არ მაქვს სურვილი,  მის გაუგებარ და სასაცილო განცხადებებზე ვისაუბრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ ვერ გამოიყენებს.
„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და საუბრობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან, ან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. მით უმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics