|
2018-04-25 17:46:14, 1767 ნახვა
სამართალი
სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3" ტრასაზე თხილამურით სრიალისას გ.ლ.-მ უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გ.ლ.-ს 2016 წლის 31 მაისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ.ლ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2018 წლის იანვარში გ.ლ.-მ საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ იმყოფება. სააპელაციო სასამართლოში პროცესები მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გ.ლ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მისივე განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომები იმართებოდა მის დაუსწრებლად. სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)