|
2015-05-22 17:23:45, 378 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნას პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს
ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნას პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა და მას ამ ეტაპზე ცვლილებები არ სჭირდება. მისივე განმარტებით, საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეულმა ცვლილებებმა შესაძლოა, რყევის სერიოზული ნიშნები შექმნას. „მინდა გამოვეხმაურო გუშინ გაჟღერებულ და დღეს ფაქტობრივად ინიცირებულ ცვლილებებს, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამჯვნისთან და ცალკე სააგენტოს შექმნასთან დაკავშრებით. ძალიან გასაკვირია, რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა ეკონომიკური მოტივები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო წარმატებული სფერო საქართველოში. საქართველოს საბანკო სისტემა არის ის სფერო, რომელმაც არაერთ გარე „შოკს“ გაუძლო. მათ შორის 2008–2009 წლებში ორმაგ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სექტორთან მიმართებაში შესაძლოა რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ. თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა, რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება, რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუ რეფორმების ნება არსებობს. ძნელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი განცხადება, კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი გარკვეული ტიპის შენიშვნებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ–ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულ იქნა ძალიან პოზიტიურად. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პოლიტიკური თამაშები ეკონომიკას ავნებს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ბიზნეს გარემოზე, მსგავსი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ზიანდება", – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე მტკიცებით, ზემოთ ხსენებული ინიცირებული ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების კიდევ ერთი შესუსტების მცდელობაა. „მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს. შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეს ინიცირებული ცვლილებები ამავდროულად არის პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების შესუსტების კიდევ ერთი მცდელობა სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)