05:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 10:04:34, 2135 ნახვა

მსოფლიო
ტორონტოში სატვირთო მანქანის ხალხში შევარდნას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა

ტორონტოში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. 

შეჯახება ხალხმრავალ გზაჯვარედინთან მოხდა.  პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. 

ტორონტოს პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე უბნის დაშორებით მისი შეჩერება და მძღოლის აყვანა მოხერხდა.
სატვირთოს მძღოლი 25 წლის მამაკაცია, რომელიც თვითმხილველთა ცნობით, განზრახ გადადიოდა ტროტუარზე და იქ მოძრავ ქვეითებს ერთმანეთის მიყოლებით ეჯახებოდა.

ტორონტოს პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებული ალეკ მინასიანის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია და მის შესახებ წარსულში არავითარი კრიმინალური ჩანაწერი არ არსებობს.

ასევე, ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრის დაშორებით, 7 ქვეყნის: კანადის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობდა. 

როგორც კანადურ ტელეკომპანია CBC-ს მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს, არ იკვეთება დაკავებულის არავითარი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ჯერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics