|
2018-04-23 15:07:31, 1534 ნახვა
სამართალი
შსს-მ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ორდღიანი კონფერენცია - "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ში გაიმართა. კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჯახში, ქალთა და გოგონათა მიმართ, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით უწყების მიერ მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მადრიდის მუნიციპალიტეტის პოლიციის გენდერული თანასწორობის საკითხების ექსპერტმა ნერეა პარა გარსიამ დამსწრე საზოგადოებას გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ესპანეთის საკანონმდებლო ჩარჩო, სამართლებრივი სისტემა, დამცავი ორდერის მექანიზმი გააცნო და ამ კუთხით ესპანელი სამართალდამცველების გამოცდილება გაუზიარა. სერბეთის ვიცე-პრემიერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ლილიანა ლონკარმა კი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სერბეთის გამოცდილებაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ამ მიმართულებით შესაბამისი საჯარო უწყებების მიღწევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, მათზე ეფექტური რეაგირების, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მულტიდისციპლინური თანამშრომლობის საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ძირითად მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლების გზით, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის თემატიკის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ეფექტიანი შედეგის მისაღწევად.
(NS)
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)