03:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 11:42:58, 2281 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: პუტინი ჭკვიანი ლიდერია, თუმცა დემოკრატიული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეით არის შეპყრობილი

„ვლადიმერ პუტინი ძლიერი და ჭკვიანი ლიდერია, თუმცა ის დემოკრატიული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეით არის შეპყრობილი“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპამ პუტინთან სუსტი მხარეები არ უნდა გამოაჩინოს.

 „მე პატივს ვცემ მას, ვიცნობ, მინდა მასთან ერთად ვიმუშაო გარკვეულ საკითხებზე, ის ძლიერი პრეზიდენტია, მას უნდა რუსეთი ძლევამოსილი იყოს. თუმცა არსებობს საკითხები რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით. მე და პუტინს დემოკრატია რადიკალურად განსხვავებულად გვესმის“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტრამპთან.

ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში თანაშრომლობის გარდა, პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა სირია, ირანის ბირთვული პროგრამა და  რუსეთის საგარეო პოლიტიკა იქნება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics