|
2018-04-22 15:29:46, 693 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრა ხუთ სხვადასხვა ჩასახლებაში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოისმინა მათი სოციალური პრობლემები. შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამების ფარგლებში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით. შეხვედრზე დევნილებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური და ფულადი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ. დევნილებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)