20:39 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 15:20:20, 344 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს, პრიტ ტურკს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ესტონეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სამთავრობო დაწესებულებების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მართვის თვალსაზრისით. უწყების ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივ ტრენინგებსა და რეფორმებზე.

პრიტ ტურკმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ესტონეთს საქართველოსთან ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ელჩმა ხაზი გაუსვა ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესტონეთის მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ტეეტ კივისონი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics