|
2018-04-21 11:19:08, 2149 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მაისში საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰიმსკერკმა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა ვაშინგტონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის. „გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მსოფლიო ბანკში ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ გასულ წელს. გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, ველით, რომ მაღალი ალბათობით, მსოფლიო ბანკი და მასში შემავალი ორგანიზაციები გაზრდიან საქართველოსთვის დაფინანსებას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც განაგრძობს ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგზაო მაგისტრალების მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.
(NS)
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)