|
2018-04-19 18:16:52, 1720 ნახვა
სამართალი
ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, შსს-მ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ამჯერად, სპეცოპერაცია საქართველოში ჩატარდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი - 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი. ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს“, - განაცხადა ჭელიძემ და დასძინა, რომ სამინსიტრო განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს. „ქურდულ სამყაროსთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაუჭირა მხარი და მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება და დანაშაულად ცხადდება მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა, კერძოდ: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)