|
2018-04-19 18:03:07, 802 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ წაბლანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვია და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ზურაბ პატარაძესთან ერთად წაბლანაში მთავრობის წევრები, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ,,დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას. ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. მნიშვნელოვანია მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება“, - განაცხადა შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)