17:18 - 22 May, 2026
|
2018-04-19 14:24:34, 726 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში კულტივაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კულტივაციის სამუშაოებს ახორციელებს. დღეისთვის, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 20 ჰექტარი მიწის ფართობი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება ორფოლოს ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 7 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება. საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)