|
2018-04-18 11:12:18, 1246 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ და მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულის გამოძიების კუთხით გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახორციელებენ. „ჩვენ როდესაც დავიწყეთ და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით, ვთქვით რომ მონიტორინგის მექანიზმები, ისევე როგორც რისკის შეფასების მექანიზმების მხრივ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს არ არის ახლად წამოჭრილი პრობლემა, წლების განმავლობაში ეს მექანიზმი ეფექტიანად არ მუშაობდა. ფაქტობრივად, რისკის შეფასების და მონიტორინგის სისტემაზე მუშაობა დავასრულეთ. უკვე მაისიდან ეს მექანიზმი ამოქმედდება და გამომძიებლები დაიწყებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას. მაისიდან გამომძიებლებს, პოლიციელებს რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ექნებათ იმისი შესაძლებლობა, რომ რისკები გაცილებით ეფექტიანად შეაფასონ, გაცილებით უფრო მეტად განჭვრიტონ მოსალოდნელი ძალადობა, ძალადობის განმეორების შესაძლო შემთხვევები და გაცილებით უფრო ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, ეს მექანიზმი, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციელებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ის ადამიანები რომელთა მიმართაც შემაკავებელი ორდერებია გამოცემული, მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი მსხვერპლებთან და იქ სადაც იარსებებს ძალადობის გამეორების რისკები დაუყოვნებლივ ჩაერიოს პოლიცია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)