|
2018-04-17 18:03:32, 882 ნახვა
რეგიონი
შუახევის ცენტრალურ სტადიონზე „მოყვარულთა თასი 2018“ დაიწყო
შუახევის ცენტრალურ სტადიონზე ,,მოყვარულთა თასი 2018″ დაიწყო. გახსნით მატჩს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. გახსნით მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოლადაური - უჩამბა, შუახევი - ჭვანა, უჩამბა - ზამლეთი, შუბანი - ბარათაული. შეხვედრა ოლადაურის, შუახევის, უჩამბის და შუბნის გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტურში კენჭისყრით 24 აპრილს ერთმანეთს შუბანი - ოლადაურის და შუახევი - უჩამბის გუნდები დაუპირისპირდებიან.,, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, “მოყვარულთა თასი” პირველად 2016 წელს დაიწყო. „მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 400 - მდე გუნდი და 10 000 მოყვარულ ფეხბურთელზე მეტი იღებს მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)