|
2018-04-17 17:56:55, 866 ნახვა
რეგიონი
შუახევის სახელოვნებო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიება შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები. აჟღერდა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე და საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს ღონისძიებებისთვის სპეციალური ფორმები შეუკერა,რომლითაც მონაწილეები ღონისძიებაზე დღეს პრველად წარსდგნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)