|
2018-04-17 16:39:33, 515 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უმაღლეს საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინა. „გასულ წელს, 2016 წელთან შედრებით, 6 ახალი პროგრამა ავამოქმედეთ, ჯამში 28 პროგრამას ვახორციელებდით, თითოეული მათგანი წარმატებით შესრულდა. მხოლოდ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით გასულ წელს 10 474-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. საერთო ჯამში, სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 99,6%-ი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. 2017 წელს სამინისტროს ბიუჯეტის საერთო ჯამი - 15,753,660 ლარით განისაზღვრებოდა. 2018 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი - 12 159 ლარით გაიზარდა და შეადგენს 15,765,819 ლარს. სხდომაზე კანონმდებლებს ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემაც წარუდგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)