|
2018-04-13 14:48:28, 1620 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთი საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსურ დახმარების შესაძლებლობას განიხილავს
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო კონტეინერების მოსაზიდად ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ე.წ. „შუა დერეფნის" განვითარებას და აღნიშნულ სარკინიგზო დერეფნის მეტად დატვირთვას. აღნიშნული განცხადება მოყვა ქართული მხარის ინტერესს იმის შესახებ, რომ ჩინეთში ე.წ. „შუა დერეფნის" პოპულარიზების მიზნით საქართველოს ორგანიზებით „როუდ შოუები" მოეწყოს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ჩინეთის ადგილობრივი პროვინციების სამთავრობო სექტორის ფინანსური და ორგანიზაციული კუთხით მხარდაჭერა. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 2-დღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, რომლის დროსაც უკვე შეხვდა კომერციის მინისტრსა და განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)