|
2018-04-13 14:32:51, 1580 ნახვა
ეკონომიკა
Alibaba Group-ის შვილობილ კომპანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მისმა სსიპ-მა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „Alibaba"-ს შვილობილმა კომპანიამ „Fliggy Corporate" გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს „Alibaba"-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მოაწერა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას მათ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას. „აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადების იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით", - განაცხადა გიორგი ჩერზიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)