|
2018-04-13 11:44:53, 1485 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს შანხაის იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს ჭუნ შანს შანხაის იმპორტისსაერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა . გამოფენა 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ჩინეთის კომერციის მინისტრს შორის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთანპირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის ჩასატარებლად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)