|
2018-04-13 11:40:39, 1519 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი - ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის
ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ. ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, - ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ, საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა. „ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს," - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში, აგრეთვე შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წევრებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)