20:12 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 16:18:26, 453 ნახვა

პოლიტიკა
ანდრის ბერზინში: ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ანდრის ბერზინშმა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

საუბრის მთავარი თემები რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ლატვიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერზინშს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ლატვიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. აღინიშნა, რომ  2015  წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ 2015 წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics