|
2018-04-12 15:54:20, 1597 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გვჯერა, რომ საქართველოში მიმდინარე საქმიანობა შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის
„მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის, რათა ის იქცეს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" ძირითად მარშრუტად, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შედეგად, გაფართოვდება ქვეყნის შიდა ინდუსტრიული და მომსახურების ბაზა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. „ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის და თანაბრად გადაანაწილებს კეთილდღეობის დივიდენდებს საზოგადოებაში როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური თვალსაზრისით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)