20:21 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 14:44:56, 1905 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოსთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. ეს თანხა დაეხმარება საქართველოს ფინანსური საჭიროებები დაფაროს, ასევე ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამები უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ეს უკვე მესამე დახმარებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა გამოუყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics