|
2018-04-12 12:41:24, 836 ნახვა
რეგიონი
„სპუტნიკი“: თურქეთში მსოფლიო სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის კონგრესში აფხაზეთის დელეგაციაც მონაწილეობდა
მსოფლიო სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის კონგრესში „Hestourex“, რომელიც თურქეთში ჩატარდა, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციაც მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. კონგრესი 5-8 აპრილს მიმდინარეობდა. როგორც სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილების გამგემ თემურ ლაგვილავამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრი“ თამაზ წახნაკია, ანტალიის მერს და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს შეხვდა. „ჩვენ ვისუბრეთ აფხაზეთის მრავალფეროვან ბუნებაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ასევე, ჩვენ გვყავს პროფესიონალი ქირურგები, რომლებიც მაღალი სტადარტების ოპერაციებს აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია, რომელიც ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შეხვდა ანტალიის მერს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს. ასევე შეხვედრები გვქონდა მარმარისის უნივერსიტეტის კლინიკაში, სტამბოლის ონკოლოგიურ ცენტრში და კლინიკა MedicalPark-ში“, - განაცხადა ლაგვილავამ. მისივე თქმით, აფხაზი და თურქი ექიმები მომავალ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ და ერთობლივ პროექტზეც იწყებენ მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)