20:12 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 14:23:37, 483 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პროკურატურაა

„საქართველოს აქვს საგამოძიებო მექანიზმი, ეს არის პროკურატურა“,-ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე  სახახლო დამცველის უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, როდესაც პოლიციელების  წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმეები  აღიძვრება,  ამას დამოუკიდებელი ორგანო იძიებს და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ევროკავშირთან ასოცირების  დღის წესრიგში მითითებულია, რომ საგამოძიებო მექანიზმი უნდა იყოს დამოუკიდებლი და ეფექტური, ასეთი მექანიზმი კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობით არის საქართველოს პროკურატურა. რაც შეეხება, დამოუკიდებელ გამოძიებას ყველა შემთხვევაში, როცა პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება ამას იძიებს სწორედ დამოუკიდებელი ორგანო და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს აქვს საგამოძიებო მექანიზმი, რომლის დამოუკიდებლობის  და ეფექტურობის გაუმჯობესება  ყოველთვის შეიძლება-ეს არის პროკურატურა“,-აღნიშნა თალაკვაძემ. 
ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სახალხო დამცველის რეკომენდაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.
როგორც გიორგი გოგაძემ აღნიშნა, ამ ორგანოს შექმნის საჭიროება არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics