|
2018-04-11 14:27:59, 1360 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელელი ბიზნესმენი: კახა კალაძის ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
ისრაელის დედაქალაქში თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ისრაელელმა ბიზნესმენმა მენი ბენიშმა თბილისისა და იერუსალიმის მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მისი, როგორც მერის წარმატების საფუძველი ის ბიზნესგამოცდილება იყო, რომელიც მერის პოსტზე კარგად გამოიყენა. მენი ბენიშის განცხადებით, ბიზნესკომპანიებსა და ქალაქის მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „თბილისში ბიზნესფორუმის გამართვის იდეა, ნირ ბარკატის თბილისში ჩამოსვლა და ქალაქ იერუსალიმთან თანამშრომლობა შესანიშნავია. ისრაელის მოქალაქეები და მე, რომლებიც საქართველოსა და თბილისის პოტენციალს ვიცნობთ, ვცდილობთ, სხვადასხვა მიმართულების განვითარებას დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება და ა.შ. ვფიქრობ, ეს საქართველოსადმი ისრაელის ინტერესს უფრო მეტად გაზრდის. კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მენი ბენიშმა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა.
(NS)
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)