|
2018-04-11 10:18:34, 1468 ნახვა
ეკონომიკა
სამი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 839,612 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (621,240 მგზავრი) 36%-ით აღემატება. ეკონომიკის სამინისტრო ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის 3 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724,024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (528, 145 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15 % გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა. რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ კვარტალში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 36, 762 მგზავრმა ისარგებლა. რაც 55 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (23,696 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 806 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 50 რეისი შესრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)