|
2018-04-10 16:36:32, 1730 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, ADGM-ის გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა და „ანაკლია სითის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო. მემორანდუმი მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. აბუ დაბის გლობალური ბაზარი (ADGM) არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ აბუ დაბიმ მოიზიდოს ფინანსური ინსტრუმენტები. „ADGM-სთან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ზონაშია დაგროვილი. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი „ანაკლია სითისა" და აღნიშნულ ფინანსურ ცენტრს შორის, რათა მომავალში ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ADGM-ს გააჩნია, „ანაკლია სითის" გაუზიაროს"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა. ხელმოწერას ასევე ესწრებოდა ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)