|
2018-04-10 16:02:12, 1769 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი დუბაის საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს სტენდს ეწვია
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტით იმყოფება, დუბაის საინვესტიციო ფორუმზე არსებული საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითაა განთავსებული. წლევანდელ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია როგორც უშუალოდ „აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო ჯგუფით, ასევე კერძო სექტორით. გაიმართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით. ასევე, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო 10-მა კომპანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)