|
2018-04-10 10:53:05, 1389 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კერძო სექტორთან კომუნიკაციის მიზნით, შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ
პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა პანელზე გამოსვლისას აღნიშნა, თუ კერძო სექტორთან სათანადო კომუნიკაცია არ გაქვს, თუ მათგან ჯეროვანი უკუკავშირი არ გაქვს და თუ არ მიჰყვები კერძო სექტორს, ვერ იქნები წარმატებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა პანელის მონაწილეებს საქართველოში ინვესტორთა საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციისა და დიალოგის მიზნით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს ასოციაციას, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას და ეკონომიკურ ბლოკს. „საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ბიზნესის ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს, რომლის დროსაც ყველა ბიზნეს ასოციაციას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და წარმოადგინოს ყველა ის პრობლემა, თუკი რამე აქვს კერძო სექტორს. და მინდა გითხრათ, რომ არცერთ მინისტრს არ უნდა ამ პრობლემების ორჯერ მოსმენა. ამიტომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი პლატფორმა , რომლის დანერგვასაც ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)