01:00 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 17:32:28, 2188 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს

ღაზას სექტორში შეტაკებების დროს პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 30 წლის გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰალილ აბუ ატირაა. ჟურნალისტი სააგენტო Ain Media-ში მუშაობდა და სამუშაოს შესრულების დროს პრესის აღმნიშვნელი ჟილეტი ეცვა.

მედიის ცნობით, ჟურნალისტი მუცლის არეში დაჭრეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა თვეზე მეტია გრძელდება. ამ ეტაპზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, როომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა.  აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics