|
2018-04-06 11:06:23, 776 ნახვა
რეგიონი
მყინვარწვერზე გარდაცვლილი ბელგიის მოქალაქე გადმოასვენეს
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3600 მეტრ სიმაღლეზე დაზიანებული ალპინისტების ევაკუაციის განსახორციელებლად 08:00 საათიდან სამაშველო ღონისძიება განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტეოსადგურიდან ვერტმრენით ორი მოქალაქე ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ბელგიის გარდაცვლილ მოქალაქეს, სამსახურის ცნობით, იგი 4900 მეტრის სიმაღლიდან უკვე გადმოასვენეს. შეგახსენებთ, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე გუშინ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი გარდაიცვალა. ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, გუშინ შემთხვევის ადგილზე დაშვება ვერ მოახერხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)