|
2018-04-05 19:53:55, 809 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ
ზუგდიდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 22 ბენეფიციარს, მათ შორის შშმ პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. უახლოეს მომავალში პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ იგეგმება პროფილაქტიკური გასინჯვების ადგილზე ჩატარება იმ ბენეფიციარებისათვის რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარში მისვლა არ შეუძლიათ. საქველმოქმედო აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)