|
2018-04-04 19:45:19, 1433 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მგონია, რომ გედევან ფოფხაძე საკუთარ პოზიციას გადახედავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით გედევან ფოფხაძესთან ამ თემაზე არ უსაბრია. მან იმედი გამოთქვა, რომ ფოფხაძე საკუთარ პოზიციას გადახედავს. „ჯერ ვერ მოვახერხე, რომ მასთან მესაუბრა ამ თემაზე. ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ მან იმ ჯენჭისყრის შემდეგ ძალიან სწრაფად დატოვა დარბაზი და არ ვიცოდი მისი პოზიციის შესახებ. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის ეს ემოციურად რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ ერთად უნდა გააანალიზოს. გედი განსაკუთრებული მორალური ღირებულებების მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანი ცოტაა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, არამედ გუნდის გამორჩეული ლიდერი. მე მაინც მგონია, რომ პოზიციას გადახედავს, რადგან ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის შედეგები და ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის თანამდებობაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „არ სურს იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე იყოს, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი საზმაუს ბორდის წევრი ხდება“.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)