18:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 15:18:48, 1594 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი

„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ფოფხაძის განცხადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა.

„გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოდგინა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics