|
2018-04-04 12:13:19, 554 ნახვა
რეგიონი
„აჭარლები - ბეშუმიდან ბათუმამდე“ - პოლონური ფილმის პრემიერა ბათუმში
პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3” აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ აპოლოში გაიმართა. ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ. ფილმის ავტორები მაყურებელს მაღალმთიანი აჭარიდან შავი ზღვის სანაპირომდე ამოგზაურებენ. ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა. ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივ არხის მაყურებელმა რამდენიმეჯერ იხილა. მისი ნახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელსაც შეეძლება. ფილმი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის შემდეგ ბმულზე https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=zGILgYk9dZo&app=desktop.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)