|
2018-04-04 08:52:35, 1866 ნახვა
მსოფლიო
Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა. ლაპარაკია რუსულ ორგანიზაცია Internet Research Agency-ზე. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის დამარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. მისი თქმით, Facebook-ის გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში არჩევნების დაცვასთან არის დაკავშირებული.მისი თქმით, რუსული ორგანიზაცია აშშ-ში მოტყუებით მოქმედებდა და რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა "ჩვენი ქმედებები IRA-ს წინააღმდეგაა მიმართული, რომ არჩევნების დროს უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია მოხდეს. ამიტომ გვერდების დახურვა შეეხო სწორედ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს. ეს რუსული ორგანიზაცია მოქმედებდა მოტყუებით და აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში მცხოვრები ადამიანებით მანიპულირებდა, ამიტომ მათი ადგილი Facebook-ზე არაა. 2016 წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ IRA-მ შექმნა ასობით ყალბი ანგარიში, რათა განევრცო თავისი კონტენტი და ჩარეულიყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გლობალურად დავიწყეთ მათი საქმიანობის გამოძიება და მათი გვერდები და ანგარიშები დავხურეთ,"- დაწერა ცუკერბერგმა „ფეისბუქის“-ის ოფიციალურ გვერდზე. მისივე თქმით, ეს ორგანიზაცია ცდილბდა გავლენა მოეხდინა არ მარტო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთში გამართულ არჩევნებზეც, ამიტომ მათი ყალბი ანგარიშები იქაც დაიხურა. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, ამ მიმართულებით Facebook-ში ახლა 15 ათასი ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს რიცხვი წლის ბოლომდე 20 ათასამდე გაიზრდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)