|
2018-03-31 15:52:53, 2594 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, უბრალოდ თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ
როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ადამიანი შეიკრიბება, იმავე დღეს დავბრუნდები", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Newsone-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ის ძალის გამოყენებას არ აპირებს და კიევში მშვიდობიანი გზით დაბრუნდება. "ჩავჯდები თვითმფრინავში და უბრალოდ "ბორისპოლში" ჩავფრინდები. არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, არც მთის ბილიკებზე გადასვლას, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ", - განაცხადა სააკაშვილმა. ინტერვიუს დროს პოლიტიკოსმა უკრაინაში რადას დეპუტაის ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებასაც გამოეხმაურა და ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკა. "რაც შეეხება სავჩენკოს - ისინი ერთ დიდ საქმეს ამზადებენ: სახელმწიფო გადატრიალებას. იქ ყველა ერთად იქნება - სავჩენკო, სააკაშვილი, კურჩენკოს რაღაც თანხები. ამ რეჟიმმა უკრაინელებს არანაირი წარმატება ბოლო 5 წლის განმავლობაში არ მოიტანა. ისინი იტყვიან, რომ ვერაფერს მიაღწიეს, სწორედ ამ გადატრიალების მზადების გამო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)