20:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 10:19:38, 1707 ნახვა

კომენტარი
ბრიტანეთის ელჩი: გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის

გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა.

ბრიტანეტის ელჩი საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.

„გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება“,- წერს ელჩი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics