|
2018-03-29 15:57:42, 1701 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: დიპლომატის გაძევება დაგვიანებით მოხდა - ეს შეიძლება, მოწინააღმდეგემ სისუსტედ აღიქვას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი უწოდა. როგორც გოცირიძემ „ ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დიპლომატის გაძევების ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის ზეწოლა იყო. „საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება არის სწორი ნაბიჯი, თუმცა ცუდია რომ დაგვიანებით მოხდა, რაც ხელმძღვანელობის ყოყმანის შედეგია და ეს შეიძლება, მოწინააღმდეგემ სისუსტედ აღიქვას. დიპლომატის გაძევების ერთ-ერთი მიზეზი იყო ოპოზიციის ზეწოლა. როდესაც მოვუწოდებდით ეს დღეები რომ გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რომლაც აკეთებდა მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ასე რომ ეს სწორი ნაბიჯია“,- განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებასთანაც იყოს კავშირში. „ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებასთან იყოს კავშირში. იმიტომ რომ რუსეთის დამამცირებელი განცხადებები ისმოდა. მას შემდეგ რაც პრემიერმა კვირიკაშვილმა მორჩილი ტექსტი გააგზავნა და საპასუხოდ მიიღო დაცინვა. როდესაც, რიგითმა თანამშრომელმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ისევე როგორც ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით არსებული პრობლემები, როცა ჭიანურდებოდა მისი გადმოცემის საკითხი დ ასევე, ჟენევაში რუსეთის არაკონსტრუქციული ქცევები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ახდენდა გავლენას. მაგრამ რაცარუნდა აახდენდეს გავლენას, მთავრობას უნდა ქონდეს საკუთარი მკაფიო პოზიცია და კუდში არ უნდა მისდევდეს პროცესებს, მას შემდეგ რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)