|
2018-03-29 11:53:19, 1330 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე მიქაბაძე: ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა
„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ საკითხსა და კონკრეტულ თემას, რასაც ბიზნესი წამოჭრის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშემწყობი საკომუნიკაციო საბჭოს“ სხდომა არის პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი ხელისუფლებას საკუთარ გამოწვევებს უზიარებს, ხელისუფლება კი თავის მხრივ, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. „მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხების ბიზნესისთვის გაცნობა და განხილვა ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ხდება. ასევე წარმოდგენილი იქნება ის თემები, რომელიც დღეის მდგომარეობით აწუხებს ბიზნესს. ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“ შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)