|
2015-05-20 12:19:50, 382 ნახვა
საზოგადოება
„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია განიხილეს
„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია სასტუმროში „ჰოლიდე ინნ“ განიხილეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გახსნა. კანონპროექტი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა. „ახალი კანონმდებლობით გაფართოვდება და სრულყოფილად ჩამოყალიბდება ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი. დაინერგება სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპები, რაც სამინისტროსა და საქმიანობის განმახორციელებელს შორის სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს დროულად აღიქვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, რათა სწორად დაგეგმოს და განხორციელედეს ესა თუ ის საქმიანობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ნებართვის გაცემის, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის თითოეულ სტადიაზე. დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა. შემცირდება ერთი მხრივ ინვესტორის შესაძლო ფინანსური დანაკარგების რისკი, მეორე მხრივ, სამინისტროსთვის გაჩნდება მეტი ბერკეტი მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. საჯარო განხილვას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)