|
2018-03-24 11:52:41, 2290 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზება საბურავებზე!
„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას Michelin ჯგუფში შემავალი Riken-ის ბრენდის მსუბუქი ავტომობილის ზაფხულის საბურავებზე. აქციის ფარგლებში Riken-ის ბრენდის ზაფხულის საბურავის შეძენა შეგიძლიათ 70 ლარიდან. 4 საბურავის შეძენისას ისარგებლებთ სპეციალური საგარანტიო პირობებით, რაც ითვალისწინებს საბურავის დაზიანების შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულ ანაზღაურებას, ასევე საჩუქრად მიიღებთ უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისს. აქცია მოქმედებს 8 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში. Riken არის Michelin ჯგუფში შემავალი ევროპული საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგიებით საბურავების წარმოებაში. „თეგეტა მოტორსის“ მიმდინარე აქციებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კვირას, 25 მარტს, 09:30-დან 16:00 საათამდე იმუშავებს შემდეგი ფილიალები: ცენტრალური, ბელიაშვილი, წითელქუდა, ვაკე, ვარკეთილი, პეპელა2, მარნეული, გორი, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი ნიკეა 1, ქუთაისი ახალგაზრდობა, ბათუმი, ბათუმი 2, რუხი. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებული საცალო მომხმარებელსა და 10 000–მდე კორპორატიული კლიენტს. „თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
(R)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)