|
2018-03-23 12:55:23, 1418 ნახვა
კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: „რუსთავი2“-თან ძალადობას ადგილი არ ჰქონია
თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი2“-თან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატუა ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველს ვერ ხედავს. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. იგი ფიქრობს, რომ „რუსთავი2“-თან ძალადობის ფაქტი არ მომხდარა: „იმ ქვეყანაში,სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავია და პარლამენტის, თუ საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსამართლო იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. თუ გინებისთვის ამ ახალგაზრდებს შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არც ბატონ გიორგი გაბუნიას, არც მის თანხმლებ პირს“,-აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე-ნახა თუ არა მან დავით ერაძის კადრები, სადაც ჩანს, რომ ერაძე დაშავებულია, უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში გაბუნიაზე საუბრობს. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაშავდება, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს.ადამიანი, ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზია, იყო გიორგი გაბუნია და არა მისი თანხმლები პირი.დაშავებულები არიან „ქართული მარშის“ წევრებიც. ვფიქრობ, „რუსთავი2“-თან ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, ჰქონდა ადგილი სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მე რომ იქ ვყოფილიყავი, არ მოხდებოდა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და დასძინა, რომ პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)