15:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 17:00:47, 1607 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ბელარუსის ერთად დგომა საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელარუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“ რომლებიც მომავალში უზურნველყოფენ ჩვენს ურთიერთობებს ბევრი ათწლეულების განმავლობაში.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშავოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომელიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოსთვის  სამაგალითოა.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის.

მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და სქართველოსათვის აკეთებთ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics